კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ჰოლანდია

25 მაისი 2022

 

16-19 მაისს, ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა, ჰოლანდია (Inholland University of Applied Sciences, The Netherlands), საერთაშორისო კვირეულის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდნენ, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა და ლექტორები, პროფესორი ნინო ანდრიაძე და დავით წიკლაური; ასევე კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი დავით ხუციშვილი. 

 

პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ  სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში, გასცნობოდნენ ინოვაციურ სწავლების მეთოდებს ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის კამპუსებში ( 4 სხვადასხვა ლოკაციაზე). გარდა ამისა, ლექტორებს საშუალება ჰქონდათ საჯარო ლექციები შეეთავაზებინათ ბიზნესისა და ტურიზმის პროგრამის მიმართულების სტუდენტებისათვის.

 

ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესისა და ტურიზმის პროგრამებზე სტუდენტების გაცვლას, ასევე ლექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.