ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 დეკემბერი 2022

15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვიცე დეკანს, ნატალია გილიუ-სულიკაშვილსა (Natalia Guilluy-Sulikashvili) და პროფესორ, ბართლომი კურმოს (Barthelemy Courmont) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან, ტურიზმის სკოლის დეკანთან, ვარდო კოპალეიშვილთან და თორნიკე ფურცელაძესთან, კავკასიის ტურიზის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან. 

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების  შესაძლებლობებზე, კერძოდ ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე.

 

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია საფრანგეთში. უნივეერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული მობილობა შედგა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით.