ჩარლსტონის კოლეჯისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამის ოფიციალური გახსნა

15 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტს, 15 მაისიდან - 29 მაისამდე, აშშ-ის ჩარლსტონის კოლეჯის, სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.

 

ვიზიტის ფარგლებში, 15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ  კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას და მიღწევებს.

 

შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა, რამაც ჩარლსტონის კოლეჯის სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, რომ უშუალოდ გასცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და გარემოს.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჩარლსტონის კოლეჯის სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები თემაზე  „საზღვრები და შეზღუდვები - საქართველოს მაგალითზე“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ესტუმრებიან საქართველოს  სხვადასხვა რეგიონს და ადგილზე განახორციელებენ კვლევას.

 

ჩარლსტონის კოლეჯი 1770 წელს დაფუძნდა, ის უძველესია სამხრეთ კაროლინის შტატში. კოლეჯი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის განათლებას.