რისებას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 ივლისი 2023

3-7 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, რისებას უნივერსიტეტის, ლატვია, (RISEBA University, Latvia) წარმომადგენლებს ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისათვის შეხვედრები დაიგეგმა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან, ასევე არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანთან. 

 

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს რისებას უნივერსიტეტებთან არსებული თანამშრომლობა, მიმოიხილეს განხორციელებული საერთო პროექტები, ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და საქმიანობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რისებას უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია ლატვიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.