პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 მაისი 2023

15-19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: სოს პიტერ იანოშს, კოდოლანი იანოშის უნივერსიტეტიდან, უნგრეთი (Sos Peter Janos - University Kodolanyi Janos, Hungary)  და მასიეჟ ჩაპლევსკის - შჩეჩინის უნივერსიტეტიდან, პოლონეთი (Maciej Czaplewski - University of Szczecin, Poland) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლექტორებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, პროფესორებისთვის დაიგეგმა სალექციო საათები კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ უნივერსიტეტებთან კავკასიის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტებს შორის არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.