პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 ივნისი 2026

15-19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი, წარმომადგენელს ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, ჩაინიშნა გაცნობითი შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატის ხელმღვანელთან, ქალბატონ სვეტლანა ქევხიშვილთან. 

 

აღსანიშნავია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.