არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

24 მაისი 2023

24 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმს (Ambassador Ahmed Alnuaimi) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნაზე დუბაიში. აგრეთვე,  განხილულ იქნა შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავების ისე კვლევითი და მოკლევადიანი პროგრამების დაგეგმვის შესაძლებლობებზე.