ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 ივლისი 2023

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტუშას უნივერსიტეტის, იტალია (University of Tuscia, Italy) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისათვის შეხვედრა დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტ - შალვა ხეცურიანთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიმოიხილეს განსახორციელებელი საერთო პროექტები ენოლოგიისა და მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ტუშას უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია იტალიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.