თბილისის 126 სკოლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 დეკემბერი 2022

28 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელები და  წარმომადგენლები - ბიოლოგი მანანა გურჩუმელია და მათემატიკოსი დიანა რიჟმაძე - ესტუმრნენ.  

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას  შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.