CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-17 მიღების სტუდენტები სპეციალიზაციის მოდულების - მეწარმეობა: ლიდერობა ტრანსფორმაციისთვის; ფინანსური მენეჯმენტი; ლაქშერი ტრანსფორმაცია ციფრულ და მდგრად სამყაროში - გასავლელად გრენობლისა კამპუსში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ გრენობლის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო დონის ისეთი სამმაგი აკრედიტაციები, როგორებიცაა: AACSB, AMBA და EQUIS.
კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე მორიგი ნაკადის მიღება დაწყებულია.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
