კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ღია სემინარი გაიმართა

11 იანვარი

19 თებერვალს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში, აბიტურიენტებისათვის პირველი ღია სემინარი გაიმართა.

დეკანი გიორგი დათუკიშვილი მსმენელებს ესაუბრა თემებზე - „რატომ ტექნოლოგიები?", „რატომ არის ეს სფერო მნიშვნელოვანი და რას სთავაზობს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა დაინტერესებულ აბიტურიენტებს?". მეორე ნაწილი დაეთმო თემას - "WEB - როგორც ტექნოლოგიური პლატფორმა", რომელსაც უძღვებოდა სკოლის ლექტორი იოსებ ძმანაშვილი.

 

აბიტურიენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ბ-მა იოსებმა მათივე თანდასწრებით შექმნა საძიებო სისტემის მარტივი ვებ-გვერდი. აბიტურიენტებმა დაათვალიერეს კავკასიის უნივერსიტეტის შენობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ლაბორატორია და სხვა.