საჯარო ლექცია თემაზე - - „ფინანსური ანგარიშგების ანალიზი“

11 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „ფინანსური ანგარიშგების ანალიზი“, რომელსაც უძღვებოდა ნანო სამყურაშვილი-SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი, ACCA Global-ის წევრი და ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი.

 

შეხვედრა განკუთვნილი იყო ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისთვის. ლექციის ფარგლებში, განხილული იყო ფინანსური ანგარიშგების ძირითადი კომპონენტები, ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი, ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლები (KPI) და მათი გამოყენება კომპანიის საქმიანობის შეფასების პროცესში.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა. სტუდენტებმა კონკრეტული კომპანიის მაგალითზე, რეალური მონაცემების გამოყენებით, პრაქტიკულად გააანალიზეს ფინანსური მაჩვენებლები და იმსჯელეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა და ანალიტიკური დასკვნების ფორმირების მეთოდებზე.