AI და ფინანსები: ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სექტორში

24 მარტი 2026

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის ფარგლებშიც მესამე შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.

 

პროექტის მიზანია აკადემიურ სივრცეში AI-ის სხვადასხვა სფეროებზე გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება.

 

შეხვედრის თემა იყო - AI და ფინანსები: ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სექტორში, რომელზეც ისაუბრეს: საბა იმნაიშვილმა, თიბისის ანალიტიკური პროექტების განყოფილების უფროსი; თაზო ლეჟავამ, Quissly-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი.


მოდერატორი: თინათინ კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.

 

სპიკერებმა, მოდერატორთან ერთად, განიხილეს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სექტორს, რა გამოწვევებსა და შანსებს უქმნის ინდუსტრიის პროფესიონალებს და რა მომავალი ელის ფინანსურ ინსტიტუციებს AI-ის ეპოქაში.

 

პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. მისი მიზანი კი ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებს.

 

პროექტი თიბისი ბანკის მხარდაჭერით და ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ტარდება.