იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ელჩის ვიზიტი CU კამპუსში

6 სექტემბერი 2021

 

CU კამპუსს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამი ასემ ღოშე ეწვია(Sami Asem Ghosheh), რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

ვიზიტის ბოლოს, კახა შენგელიამ სტუმარს კამპუსი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.