აბიტურიენტების კონკურსი „არქიტექტონი“ კავკასიის უნივერსიტეტში

17 აპრილი 2021

17 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტების კონკურსის „არქიტექტონი“ ნამუშევრების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის და ლისი დეველოპმენტის ერთობლივი კონკურსი მომავალი არქიტექტორებისთვის თემაზე - „მწვანე სივრცეები ახალ რეალობაში“ ჩატარდა.

 

კონკურსის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების გადაწყვეტები შეიმუშავეს და  მათი ახალ რეალობაზე ადაპტაციის იდეები წარმოადგინეს. მონაწილეებმა თავიანთი იდეები ჩანახატის, მაკეტის და სქემებისა სახით წარმოადგინეს.

 

გუნდებს მენტორობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა გაუწიეს, რომლებმაც მათ სამუშაო პროცესში საჭირო რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.

 

ნაშრომები შესრულების, კონცეფციის გამართულობისა და პრეზენტაციის უნარების გათვალისწინებით, სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

 

კონკურსის გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.

 

I ადგილზე გასულ გუნდს 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს 3 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

პროექტის პარტნიორმა, ლისი დეველოპმენტმა, მონაწილეებს პრიზები, ხოლო რჩეულ გუნდს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.