კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო

3 აგვისტო 2020

კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • ბაკალავრის ან ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული  ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
  • შესაძლოა მიმღები კომისიის მოთხოვნით დაემატოს სხვა საბუთებიც

 

მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ CU-ის სამაგისტრო პროგრამებზე უნივერსიტეტის შიდა გრანტით - 50%-იანი დაფინანსებით.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს: 

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

 

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს

 

დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული. სამაგისტრო პროგრამებისა და მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმული.

 

აპლიკანტებმა შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) მიმღებ კომისიას საბუთები 3 დან 31 აგვისტომდე (კავკასიის უნივერსიტეტი, ოთახი A2) უნდა წარუდგინონ, შემდეგ კი წარმატებით გაიარონ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული გასაუბრება ან ტესტირება.