16 დეკემბერს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტმა მცხეთის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა გაცნობითი ტური, მოსწავლეებმა დეტალურად გაიცნეს კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია, დაათვალიერეს უნივერსიტეტის მდიდარი ფერწერული ნამუშევრების კოლექცია და მიიღეს ინფორმაცია ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სპეციფიკის, მიზნებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
ტურს უძღვებოდნენ: ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკა კიკნაძე, ამავე პროგრამის ასისტენტ-პროფესორი დავით ნიორაძე, პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნანა შარიქაძე, და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი.
