პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ღონისძიება

16 ივლისი 2022

14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“  ღონისძიება გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის - შეფ-მზარეულებმა,  11-დან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოში, ტრენინგები მოქმედი მზარეულებისთვის ჩაატარეს. 

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. ტრენინგების მასპინძელი იყო ბაზარი ორბელიანზე არსებული გასტრო სკოლა.

 

დასკვნით ღონისძიებას წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბუბა ლეჟავა, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“  ხელმძღვანელი როზა კიაპე,  ბასკეთის კულინარიული ცენტრის  სამაგისტრო პროგრამების დირექტორი იდოია კალეხა, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი თამრიკო სიხარულიძე, ბასკეთის კულინარიის ცენტრის პროფესორი ალბერტო როდრიგეზი, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა: USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო სექტორის ჩართულობის ხელმძღვანელი ირინა წეროძე.

 

ღონისძიების ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და ბასკეთის კულინარიის ცენტრს, ასევე კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის შორის, რაც ითვალისწინებს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

 

ღონისძიების ბოლოს, ტრენინგების მონაწილე მზარეულებს მონაწილეობის დამდასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.