4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი გარეტ უორდი.
ღონისძიება სიტყვით გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. ელჩი სიტყვით წარსდგა CU-ის სტუდენტების წინაშე და ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, როგორიცაა რუსეთისგან მომდინარე სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეები. ელჩმა ასევე გააშუქა ზოგიერთი აქტუალური პოლიტიკური საკითხი და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტროიული მთლიანობისადმი.
ელჩის სტუმრობამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ კითხვები დასვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების და საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სხვადსხვა საკითხზე. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის და სასწავლო მობილობის საკითხებს.
