კავკასიის უნივერსიტეტის პადელის ჩემპიონატი 2026

29 მაისი 2026

28 მაისს, პადელის კორტებზე „ჯიპადელი წყნეთში“, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა CU-ის პადელის ჩემპიონატი 2026.

 

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული წყვილები.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი-Ahmad Anta, ლუკა მამულაძე (კავკასიის მედიცინის სკოლა)
  • II ადგილი- თემუკა კეკელიძე, გიორგი მგელაძე (კავკასიის ბიზნესის სკოლა)
  • III ადგილი-გიორგი ბიწაძე, საბა კვესელავა (კავკასიის ბიზნესის სკოლა)

 

გამარჯვებულებს გადაეცათ CU-ის  გარდამავალი თასი, ასევე ჩემპიონატის სპონსორი, ჯიპადელისგან, პადელის კორტებზე სათამაშო 3 საათიანი ვაუჩერები.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე წყვილს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები გადაეცათ.

 

ჩემპიონატის სპონსორი იყო ჯიპადელი წყნეთში.