CAUMUN 2025 კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა

28 ოქტომბერი 2025

კავკასიაში ყველაზე მასშტაბური რეგიონალური გაეროს მოდელირების კონფერენციას, CAUMUN 2025, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აღნიშნული ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა და აერთიანებდა 400-ზე მეტ დელეგატს.

 

3 დღის განმავლობაში, 20 კომიტეტში ახალგაზრდები მსჯელობდნენ თემაზე - World in Crisis - მუშაობდნენ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებზე.

 

CAUMUN-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი კავკასიის უნივერსიტეტი იყო.