კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ჩოკორაიამ, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ სასერტიფიკატო კურსი ჩაატარა.
ამჯერად კურსი ინოვაციური სასწავლო მეთოდების გამოყენებით, კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, წარიმართა.
მონაწილეები გაეცნენ კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ძირითად პრინციპებს, შესაბამის საერთაშორისო რეგულაციებს, კვლევის ეთიკურად დაგეგმვისა და ჩატარების პროცედურებს, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკასა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
კურსის მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეთიკური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობა.
სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“
