RIBA-ის კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსი

31 მარტი 2026

RIBA-ის კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.

 

კონკურსი მთავარი თემა იყო „საცხოვრებელი კრიზისი“, რომელიც შეეხო თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში არსებულ კრიტიკულ საკითხებს - ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და მდგრადობას. შეხვედრებისა და ღია დისკუსიების საშუალებით, RIBA-ს კვირეულის ფარგლებში განხილული იქნა, თუ როგორ შეუძლიათ არქიტექტორებმა უპასუხონ ამ გამოწვევებს და წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიანი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი სტუდენტი.

 

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

 

  • I ადგილი - თამარ სიმონია; ლალი ნოვრუზოვი; მარიამ მერაბიშვილი;
  • II ადგილი - ანასტასია ჯიშკარიანი; მარიტა მოდებაძე; ლადო ვაჩეიშვილი;
  • III ადგილი - ნინო ჩხეტია; ეკატერინე ბეჭვაია; აისა ფაზელილხეჩი.

 

საპატიო ადგილი - მარიამ ლურსმანაშვილი.