კონფერენცია - „ტექნოლოგიები ცვლის სასწავლო პროცესს“

11 ივნისი 2026

2026 წლის 6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა მასშტაბური კონფერენცია თემაზე „ტექნოლოგიები ცვლის სასწავლო პროცესს“. ღონისძიებამ, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში განათლების სფეროში არსებულ ფუნდამენტურ ცვლილებებს მიეძღვნა, ერთიან პლატფორმაზე შეკრიბა ICT მასწავლებლები, ლექტორები, განათლების ექსპერტები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები.  

 

კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობა და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ინტეგრაციას განათლებაში.  



მოხსენებების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიებში.