კონფერენცია - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“

18 ივნისი 2026

 

 

12 ივნისს, სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს სასწავლო მოდულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კონფერენცია - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“.

 

კონფერენციის ფარგლებში შედგა დისკუსია ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, განათლებისა და ურბანისტიკის წამყვან ექსპერტებთან. ექსპერტებმა ისაუბრეს ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკებზე და მათ უკან მდგარ ღირებულებებზე.

 

  • ევროპული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების შესახებ მოხსენება გააკეთა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიზნეს სკოლების პროფესორმა თენგიზ ვერულავამ;
  • ევროპული განათლების სისტემების შესახებ ისაუბრა განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ;
  • ევროპული ქალაქგეგმარების პრაქტიკები და ღირებულებები განიხილა ქალაქმგეგმარებელმა და ურბანული ტრანსპორტის სპეციალისტმა ელენე ხუნდაძემ.

 

თითოეული მოხსენება განიხილეს დისკუსიის რეჟიმში, თუ რა ღირებულებითი და იდეოლოგიური პრინციპები დგას ევროპული ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და ურბანისტიკის სფეროების უკან და რა შეიძლება ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან.

 

დისკუსიას მოდერირებას უწევდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი გიორგი ცხადაია.

 

ჟან მონეს მოდული ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. გრანტი გაიცემა უმაღლესი განათლების სფეროში, სასწავლო პროცესში მსმენელებისთვის ევროკავშირის სწავლების ინოვაციური და განსაკუთრებული შინაარსის მისაწოდებლად.