საუბრები ლიბრარეაში- ამბის თხრობის ამბავი

29 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე ამბის თხრობის ამბავი, რომელსაც წარუძღვა მწერალი-ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

 

სპიკერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაჩნდა პირველი ამბები, როგორ ჩამოყალიბდა ლიტერატურა და დრამატურგია თანამედროვე ფორმით, რატომ რჩება ამბების თხრობა და მოსმენა ადამიანის ერთ-ერთ მთავარ ინტერესად და რა გავლენას ახდენს ამბის თხრობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ამბის თხრობის მარტივი და პრაქტიკული სქემა, რომელიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება, რათა ამბის შექმნის პროცესი უკეთ გაიაზროს.