კვლევითი ცენტრებისა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის საკოორდინაციო შეხვედრა

23 მარტი 2026

19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დეპარტამენტსა და კვლევით ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლა, განხორციელებული აქტივობების მიმოხილვა და დაგეგმილი ინიციატივების გაცნობა.

 

განხორციელებული აქტივობების ფარგლებში კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიღწევებზე შემდეგი მიმართულებებით: კვლევის პროდუქტიულობის გაზრდა, კვლევით ცენტრებთან სისტემური შეხვედრების  პრაქტიკის დამკვიდრება, ახალი ინიციატივებისა და მიდგომების დანერგვა კვლევითი ცენტრების გაძლიერებისა და მათი ხილვადობის გაზრდის მიზნით.

 

ასევე, დეპარტამენტმა წარადგინა სამომავლო ხედვა და კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს კვლევით ცენტრებს შორის ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესებას, გაციფრულების გზით ცენტრებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას, და კვლევითი ცენტრებისა და აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის ხილვადობის კიდევ უფრო გაზრდას.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას დასახელდა 2025/2026 და 2026/2027 აკადემიური წლების აქტუალური თემები და პრიორიტეტული ამოცანები. ასევე, განხილული იქნა ძირითადი გამოწვევები როგორც შიდა ინსტიტუციური, ასევე საერთაშორისო კუთხით, და კიდევ ერთხელ დადასტურდა უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერების მიმართულებით.