CSB-ის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

4 მაისი 2020
1 მაისს, 16:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის  MBA პროგრამის სტუდენტის, მარიამ ჯაბაურის და MSc პროგრამის სტუდენტების, მარიამ ხონელიძისა და ნათია გოდერძიშვილის სამაგისტრო ნაშრომების წარდგენა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს შემდეგ თემებზე:
 
  • მარიამ ჯაბაური - "მოტივაციის როლი მილენიალებისთვის სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად"
  • მარიამ ხონელიძე - "ონბორდინგის პროცედურის მნიშვნელობა და როლი თანამშრომლის ემოციურ მიკუთვნილობასა და სამუშაო ბედნიერებაზე"
  • ნათია გოდერძიშვილი - "ორგანიზაციული ამბიდექსტერულობის მიღწევის გზები (ამბიდექსტერული ორგანიზაციების აღწერა)"
 
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო კუნცევა-გაბაშვილი და ნინო ანდრიაძე.