7, 8, 9 და 10 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის წინაშე 41 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
- ციფრული ვალუტების გავლენა მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე;
- საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში - ეკონომიკური პერსპექტივები და გამოწვევები; ლიზინგის როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში;
- ციფრული ტრანსფორმაცია განათლების სექტორში: ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოსთვის; მდგრადი დაფინანსება საქართველოში: არსებული პრაქტიკის მიმოხილვა ფინანსურ სექტორში;
- სახელმწიფო ვალის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში: გავლენა ფისკალურ სტაბილურობაზე, ინვესტიციებსა და ძირითად ეკონომიკურ სექტორებზე;
- მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ეფექტი საგადასახადო შემოსავლებსა და ინვესტიციებზე;
- ERP სისტემების გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე;
- საქართველოს სამშენებლო სექტორის ეკონომიკური როლი და მდგრადი განვითარების პერსპექტივები;
- The impact of social media marketing on the economic growth of the Nigeria’s fashion industry; The impact of auditing on investor behavior and market efficiency;
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის აფილიებული ასისტენტ-პროფესორი - მედეა ზურაბიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - გიორგი ბენაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი - სოფიო ოგბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები მინდია კაჭარავა და ნათია გიგაური.