CSH-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

21 ივლისი 2026

13-15 ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, გაიმართა კლინიკუსრი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა. 

 

დაცვაზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო ნაშრომები, რომლებიც კლინიკური ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა: 

 

  1. ფიფია მარიამ - ოპტიმიზმი და ცხოვრების საზრისი, როგორც სიკვდილის შიშით გამოწვეული შფოთვის დამცავი ფაქტორები;
  2. ჟორჟოლიანი ნიკოლოზ - პიროვნული მახასიათებლებისა და მედეგობის კავშირი ბედნიერებასა და ცხოვრებით კმაყოფილებასთან ზრდასრულთა შორის;
  3. სისაური მარიამ - შფოთვის და დეპრესიის გამოვლენა ინსულტგადატანილ პაციენტებში;
  4. იაგორაშვილი მარიამ - ფსიქოლოგიური დისტრესი და სოციალური შფოთვა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებში;
  5. დაბრუნდაშვილი ელიზავეტა - კორელაცია ეკრანის დროსა და დეპრესიულ სიმპტომებს შორის 18-30 წლამდე ახალგაზრდებში;
  6. ხუციშვილი ელენე - ეგოს დაცვის მექანიზმების მიმართება დისფუნქციურ რწმენებთან და მათი კავშირი ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან;
  7. ჯიბუტი თამარ - ,,შინაგანი ლანდშაფტის არქიტექტურა’’: ნოსტალგია, პიროვნული ნიშნები, ემოციების რეგულაცია და ცხოვრების საზრისი;
  8. ქაჯაია ქეთევან - როლური ვიქტიმიზაციის კავშირი პიროვნულ ფაქტორებთან და დროით პერსპექტივასთან;
  9. ცისკარიშვილი მარიამ - მხატვრული ლიტერატურის კითხვის სიხშირე, ემპათიის დონე და დიდი ხუთეული;
  10. კობახიძე თამარ - ფაბინგის (Phubbing) ფსიქოლოგიური საფუძვლები;
  11. ღვინიაშვილი ელენე - ადრეული ტრავმული გამოცდილებებისა და თვითშეფასების გავლენა პარტნიორული ურთიერთობების სტილზე;
  12. ქუთათელაძე თეონა - „კიბერქონდრიის“ განვითარების რისკები და ზეგავლენა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე;
  13. გამეზარდაშვილი გვანცა - მიჯაჭვულობა, დეფექტურობა/სირცხვილის სქემა და პერფექციონიზმი, როგორც კომპენსატორული მექანიზმი : მედიაციური მოდელის ემპირიული შემოწმება ქართულ პოპულაციაში;
  14. თურმანიძე მარიამ - „ბავშვების ურთიერთობა შიშებთან - როგორ პროეცირდება 8-12 წლის ასაკის ბავშვების ლტოლვა საშიში შინაარსების მიმართ არტ-თერაპიულ ნამუშევრებში“;
  15. გერლიანი მარიამ - თერაპიის პროცესში ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აღდგენის განწყობისეული მექანიზმები;
  16. ლორთქიფანიძე მარიამ - დისფუნქციური განწყობები როგროც მედიატორი აღქმულ სტრესსა და სომატიზაციას შორის შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებთან;
  17. კურშუდიანი ელიზაბეტა - მამის ფიგურის ზეგავლენა ქალიშვილის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და რომანტიკული ურთიერთობების ფორმირებაზე (საქართველოს მაგალითი);
  18. თოფაძე მარიამ - ნევროტულობისა და აგრესიულობის მარკერები ესთეტიკურ მიდრეკილებებში;
  19. ხვედელიძე თათია - „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ინტენსივობა და მიჯაჭვულობის სტილი, როგორც გამაშუალებელი ფაქტორი“;
  20. გელენიძე ნინო - დისტანციური მშობლის ფენომენი და გაუცხოების ტრავმის დინამიკა (ემიგრანტი დედების მაგალითზე);
  21. გიორგაძე ანა - კავშირი იმპოსტორის ფენომენსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შორის ახალგაზრდებში: პიროვნული და ქცევითი ფაქტორების როლი;
  22. თოფურიძე ვერიკო - ემოციური დეპრივაციის სქემა და მისი ზეგავლენა ინდივიდის ფსიქო-სოციალურ ფუნქციონირებაზე;
  23. ოქრომჭედლიშვილი ნათია - ბულინგის გამოცდილებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური,პიროვნული და როლური მახასიათებლები;
  24. რაზმაძე სალომე - “ავტორიტარული აღზრდის სტილის ზეგავლენა ფსიქოსოციალურ ადაპტაციაზე (მდედრობითი სქესის ცდისპირების მაგალითზე)”;
  25. კეკელიძე მერი - ოჯახური გარემოს როლი მოზარდთა ადიქციის განვითარებაში.

 

სტუდენტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი მაია მაჭავარიანი-წერეთელი, ასისტენტ პროფესორი ლიანა ბარაბაძე, მოწვეული სპეციალისტი ერეკლე იმედაშვილი და მოწვეული სპეციალისტი ნუცა საღარაძე.