პაატა გერგაიას 5 წიგნის პრეზენტაცია

10 ოქტომბერი 2019

10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის პაატა გერგაიას 5 წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მოწვეული სტუმრები და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, რომლებმაც წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს.

 

პრეზენტაციის ბოლოს წიგნების ავტორმა, პაატა გერგაიამ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.