22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, კლინიკური ფსიქოლოგიის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სამაგისტრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს სტუდენტებმა:
- ნია ძერია - მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია;
 - თამთა ჩქვანავა - ადიქციური ქცევის განვითარების ფსიქოლოგიური მექანიზმები;
 - ნინო ღვალაძე - ემოციური ინტელექტის გავლენა ცხოვრებისეულ საზრისსა და წარმატებაში;
 - ნათია წოწოწრია - მედეგობა და პიროვნული ფაქტორები;
 - ანა ვარდუკაძე - ეგზისტენციის დამოკიდებულება სიცოცხლის საზრისთან - ეგზისტენცი და სოცოცხლის საზრისი.
 
გადამწყვეტი ხმის უფლებით სამაგისტრო კოლეგიის წევრები იყვნენ: პროფესორი მზია თედიაშვილი, პროფესორი ელენე ჩომახიძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე, ასოცირებული პროფესორი შალვა მამინაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მზია გომელაური.
