CSM-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

13 ივლისი 2026

9-10 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.

 

მაგისტრანტებმა წარმოადგინეს აქტუალური და პრაქტიკული მნიშვნელობის კვლევები, რომლებიც სტრატეგიული კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს ეხებოდა.

 

ნაშრომების ძირითადი თემატიკა მოიცავდა:

 

  • სკოლის ბრენდინგის გავლენა:ბრენდინგის ელემენტების როლი მშობელთა ინსტიტუციურ ნდობაზე, სკოლის არჩევანსა და კმაყოფილებაზე (კერძო სკოლების შედარებითი კვლევა საქართველოს კონტექსტში);
  • ტრენინგ ცენტრის პოზიციონირება:პოზიციონირების სტრატეგია, ბრენდის აღქმა და მომხმარებლის არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები.

 

წარმოდგენილმა ნაშრომებმა მკაფიოდ აჩვენა სტუდენტების პროფესიული ხედვა, ძლიერი კვლევითი უნარები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდების ღრმა გააზრება.

 

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის მედიის სკოლის წამყვან როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში და მის მისიას მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები."