CU-ის ელჩების შეხვედრა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

5 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩია, CU-ის ელჩებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა მოისმინეს და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი იდეები, მოსაზრებები, გამოწვევები, პრობლემები და მომავალში განსახილველი საკითხები.

 

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ჰუდები გადაეცათ.

 

ვრცლად ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების შესახებ იხილეთ ბმულზე.