ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩარლსტონის უნივერსიტეტთან

12 აგვისტო 2019

კავკასიის უნივერსიტეტმა ჩარლსტონის (College of Charleston) კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

გაფორმებული შეთანხმების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, აგრეთვე ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.

 

აღნიშნული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი/წელი ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ.

 

ჩარლსტონის კოლეჯი 1770 წელს დაფუძნდა, ის უძველესია სამხრეთ კაროლინის შტატში. კოლეჯი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის განათლებას.