საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სურათები გონების ლაბირინთიდან“

24 სექტემბერი 2019

24 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ართ-თერაპევტთა საერთაშორისო კონფერენცია „სურათები გონების ლაბირინთიდან“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპიკერები აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საქართველოდან.

 

გარდა სამეცნიერო მნიშვნელობისა, კონფერენცია პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კავკასიის უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება საქართველოში, რომელიც არტთერაპიის სწავლებას აკადემიურ სივრცეში დაამკვიდრებს სამაგისტრო პროგრამის სახით.

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“ მხარდამჭერები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი და ქალაქ თბილისის მერია.