ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? თამაშები CU კამპუსში განახლდა

21 მარტი 2021
21 მარტს, ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? თამაშები CU კამპუსში განახლდა. პანდემიის ფარგლებში, თამაშების სერია პირველად ჩატარდა და ის სუპერლიგის მოაზროვნეებმა ითამაშეს.
 
ღონისძიება ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით შედგა.

2018 წლიდან კლუბის რა? სად? როდის? შტაბ-ბინა ექსკლუზიურად კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მდებარეობს, რის ფარგლებშიც სხვადასხვა ლიგის თამაშები, CU კამპუსში, კვირა დღეს იმართება.