კავკასიის უნივერსიტეტის საახალწლო ექსკურსია კახეთში 2025

22 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, CU-ის სტუდენტებისთვის 19-21 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ექსკურსია კახეთში.

 

სასტუმრო „შატო მერე“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუდენტებს დაუვიწყარი უქმეების გასატარებლად,  რომელიც სავსე იყო სიურპრიზებით, მხიარულებით, მუსიკით, მეგობრული ატმოსფეროთი და საახალწლო განწყობით.

 

ექსკურსიის ფარგლებში, სტუდენტებმა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, როგორებიცაა: „CU რა? სად? როდის?“ და მუსიკალური თამაში „CU მელომანი“. გამარჯვებულ გუნდებს კი სპონსორმა კომპანიებმა, ავერსმა და ალტერსოქსმა გადასცეს საჩუქრები. ასევე, გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

 

ექსკურსიის დასკვნითი ღონისძიება იყო საახალწლო კოსტუმირებული წვეულება, რომელმაც საღამოს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა. ღონისძიებაზე სიურპრიზად ჩამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სტუდენტები ორიგინალური და კრეატიული კოსტუმებით წარდგნენ, მუსიკალურ განწყობას კი დიჯეი ქმნიდა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში ზრუნავდა ენერგიულ და მხიარულ ატმოსფეროზე.

 

საახალწლო ექსკურსიის სპონსორები იყვნენ:  ავერსი ფარმა, ალტერსოქსი, Sandora Georgia, ეფეს საქართველო.