CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის

20 ნოემბერი 2021

 

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის CU რა? სად? როდის? გაიმართა.

 

თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი "ჯიგო", გუნდის წევრები იყვნენ - ნიკოლოზ რუსიშვილი, ლიზი გაბრიჭიძე, ვიტალი გუგუშვილი და დაჩი ჩადუნელი - სკოლა კომაროვი;

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი "ჰამქარი", გუნდის წევრები იყვნენ - ნიკოლოზ ცომაია (191-ე საჯარო სკოლა), მედეა კალანდია (130-ე საჯარო სკოლა), ნატო ჩიტიშვილი (სოფელი ოძისის #1 საჯარო სკოლა) და გიორგი მიქელაშვილი (138-ე საჯარო სკოლა);

მესამე ადგილზე გავიდა გუნდი “მწვანე-წითელი”, გუნდის წევრები იყვნენ - ნინო კიკვაძე (51-ე საჯარო სკოლა), მარიამ პაპაშვილი (სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა), გიორგი ხაინდრავა (ქართულ-ამერიკული სკოლა) და ნიკოლოზ მენექსიშვილი (თბილისის კლასიკური გიმნაზია).

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ, რომელიც დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამების სწავლის საფასურს. პირველ ადგილზე გასულ გუნდს, ასევე გამარჯვებულის თასი გადაეცა.

 

თამაში კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? წევრმა, იოსებ ბერიკაშვილმა ჩაატარა.