საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

15 ნოემბერი 2019

15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აუდიტორიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლის დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დამსწრე აუდიტორიას კავკასიის უნივერსიტეტის კამპუს ტური ჩაუტარდათ. მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვისა და მშობლებისთვის გამართება 29 ნოემბერს 16:00 საათზე და 14 დეკემბერს 12:00 საათზე.

 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული  და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.