ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და საადვოკატო ბიურო "ბი ბი ქეი-ბიზნესსა და სამართალს" შორის

27 ივლისი 2020

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საადვოკატო ბიურო "ბი ბი ქეი - ბიზნესსა და სამართალს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

დოკუმენტს ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელმა სალომე ბეჟაშვილმა მოაწერეს.

 

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკული სასწავლო კურსი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი იურისტების ზედამხედველობით.