კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი კარპაჩის ეკონომიკურ ფორუმზე

12 სექტემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი იოსებ ბერიკაშვილი, 5-7 სექტემბერს, პოლონეთში, კარპაჩის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა. ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, სადაც 60 ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის და საზოგადოების ლიდერები იყვნენ წარმოდგენილნი.

 

იოსებ ბერიკაშვილმა სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ევროპის კონკურენტუნარიანობას 2030 წლისთვის და მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების როლს. ხოლო ფორუმის დასკვნით დღეს იყო მოდერატორი პანელისა - „საგანმანათლებლო ინსტიტუციების როლი ევროპის მომავალში“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების, სკოლებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, უნგრეთი).