7-8 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ნაშრომების დაცვა.
სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები და კვლევითი მიგნებები წარადგინეს დაცვის კომისიის წევრების წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი; გიორგი ცხადაია, აფილირებული პროფესორი; ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:
- მარიამ ცაავა — ენერგეტიკული აღმოჩენები და გეოპოლიტიკური მეტოქეობა: საზღვაო დავები და სტრატეგიული კონკურენცია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში
- რატი მამალაძე — სტრატეგიული თანხვედრა: რუსეთი და ირანი სანქციების პირობებში კასპიის ზღვის ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაში (2014-2025)
- მარიამ ღუდუშაური — კიბერმხარდაჭერით უზრუნველყოფილი დეზინფორმაცია ჩინეთის რუხი ზონის სტრატეგიაში: 2022 წლის ტაივანის სრუტის კრიზისი
- ნიკა მაზმიშვილი — რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე 2014 წლის შემდეგ
- ანა კაკულია — სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზღვარს მიღმა: რუსეთის მიერ „ვაგნერის ჯგუფის“ გამოყენება უკრაინაში
- მარიამ მურუსიძე — კიბერდიპლომატიის როლი ეროვნული მდგრადობის გაძლიერებაში: ესტონეთის შემთხვევა
- თათია ამბროლაძე — საინფორმაციო ოპერაციები, როგორც არასახელმწიფო აქტორების ინსტრუმენტი: ჰამასის კამპანია ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის შემდეგ
- ლიზი ცალუღელაშვილი — ახლო აღმოსავლეთში ავტორიტარული რეჟიმის გადარჩენის ახსნა: სირიის შემთხვევა და გარე ძალების მნიშვნელობა
- ნინო ლურსმანაშვილი — რუსული საინფორმაციო ოპერაციების ნარატივები და მეთოდები სომხეთში (2023-2025)
- ნუცა ბახია — ეროვნული ინტერესების პრიმატი ისლამურ ღირებულებებზე ისლამური რესპუბლიკა ირანის საგარეო პოლიტიკაში
- თეა შარაშიძე — რა განაპირობა ISIS-ის აღზევება: სექტანტიზმი, ოკუპაცია და ინსტიტუციური მარცხი ერაყში (2003-2014)
- ანა სეთურიძე — სუდანის ჰუმანიტარული კრიზისის ანალიზი რეალისტური პერსპექტივიდან
- ნინა მუსტაფაევა — როგორ აყალიბებს დასავლური გეოპოლიტიკური ინტერესები ქალთა უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს. ავღანეთის შემთხვევის შესწავლა (2001-2021)
- გიორგი ბერიძე — კონტრტერორიზმი აშშ-პაკისტანის ურთიერთობებში: ამერიკული სტრატეგიული მიდგომა
- კარაპეტ სამველიანი — რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტორებისა და ქსელების როლი და ეფექტიანობა ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში: საქართველოსა და სომხეთის შედარებითი კვლევა
- რუსუდან ვარდოსანიძე — სტრატეგიული ადაპტაცია სტრუქტურული შეზღუდვების პირობებში: ყაზახეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ 2022 წლის შემდეგ
- ქეთევან იოსელიანი — ლიბერალური დემოკრატიები და კონტრტერორისტული მმართველობა: გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ზედამხედველობის მექანიზმების შედარებითი კვლევა (2015-2019)
- სერგი ბარაბაძე — „სილიკონის ვეტო“: კერძო ინფრასტრუქტურა და სახელმწიფოს მონოპოლიის ეროზია jus ad bellum-ზე
- ნიკოლოზ დათებაშვილ - მემები, როგორც თანამედროვე ჰიბრიდულ ომში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ ეფექტური პროპაგანდისტული სტრატეგია
- ნიკოლოზ სრესელი — საერთაშორისო საზოგადოების მარცხის ანალიზი 1994 წლის რუანდის გენოციდის დროს
- ელენე კიკოლაშვილი — „დაცვის პასუხისმგებლობა“ (Responsibility to Protect — R2P) და 2011 წლის ლიბიის ინტერვენცია: გარდამტეხი მომენტი საერთაშორისო ნორმებში?
