კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „AI - იურისტის ჭკვიანი ასისტენტი“.
პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იურისპრუდენციის უახლეს ტენდენციებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში გულისხმობენ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებზე დაყრდნობით სამართლებრივი მომსახურების გაციფრულებას, სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებული დიდი მოცულობის მონაცემების AI-ის მეშვეობით ანალიზსა და მის იუსტიციისა და მართლმსაჯულების სისტემაში დანერგვას.
სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურ დროში, კონკრეტული აპლიკაციების გამოყენებით, შეემოწმებინათ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სამართლის სფეროში.
