კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია EAIE-ის კონფერენციაზე

15 სექტემბერი 2025

9-12 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, ქალაქ გოტენბურგში, შვედეთი, EAIE-ის (European Association for International Education) ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე იმყოფებოდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტს, ევროპის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე, უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად წარმოადგენენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ანი თავართქილაძე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი EAIE-ს გამოფენაზე ყოველწლიურად “Education in Georgia” პროქეტის ფარგლებში მონაწილეობს და სხვადასხვა ფორმატში მართავს შეხვედრებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია 80-ზე მეტ ახალ უნივერსიტეტს შეხვდა თანამშრომლობის განვითარების  მიზნით სხვადასხვა მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ EAIE-ის 35-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოფიციალურად ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და კარაბუკის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის.

 

EAIE-ს კონფერენციამ 8000-ზე მეტი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უმასპინძლა 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანი  კი საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი შესაძლებლობების წახალისებაა.