4 სექტემბერს, ევროპის ინსტიტუტის მიწვევით სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და პროფესორმა, ეკა აკობიამ მოხსენება წაიკითხა ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტში, ევროპის მკლევართა ქსელის ყოველწლიური, მე-16 კონფერენციის (4-5 სექტემბერი) ფარგლებში.
მოხსენება ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დროებით შეჩერებული პროცესის ემპირიულ და თეორიულ საკითხებს. ღონისძიების მასპინძელი იყო ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტის პოლიტიკის სკოლა.
მონაწილეთა მოხსენებები საკონფერენციო მასალების სახით დაიბეჭდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული სტუდენტებისა, მკლევარებისა და ფართო აუდიტორიისთვის.