ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა

22 სექტემბერი 2026

22 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ასოციაციის სტრუქტურას, მიმართულებებს, პროექტებსა და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რომლებსაც ელსა თბილისის წევრობა მოიცავს. მათ შორის, მიიღეს ინფორმაცია ლოკალურ დონეზე დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების, საერთაშორისო სტაჟირების პროგრამების, ელსას დელეგაციებისა და საერთაშორისო სამართლის სკოლების შესახებ.

 

ასევე, დამსწრე სტუდენტებს ჰქონდათ ასოციაციაში გამარტივებული წესით გაწევრიანებისა და ელსა თბილისის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა.

 

მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს დაინტერესებისთვის, დასწრებისთვისა და აქტიურობისთვის.