Flowstarter-ის ტრენინგ-სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

11 დეკემბერი 2025

9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის Flowstarter-ის ტრენინგ-სტაჟირების პროგრამა დაიწყო, რომელიც განკუთვნილია ყველა მეორე კურსის სტუდენტისთვის. შერჩევითი ღონისძიება სამაგიდო თამაშის პრინციპით გაიმართა.

 

Flowstarter-ის პროგრამა გულისხმობს სამ თვიან ინტენსიურ ტრენინგებსა და პრაქტიკულ სტაჟირებას, რომლის მიზანია მონაწილეთა რეალურ სამუშაო გარემოში ინტეგრაცია და Flowstarter-ის ალუმნის ქსელის გაფართოება.