დიპლომების გადაცემის ცერემონიალი GEM-ის და CSB-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის

2 მარტი 2026

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი MBA პროგრამის მე-15 მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა საფრანგეთში, გრენობლში, რომელსაც კურსდამთავრებულებთან ერთად ესწრებოდა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი-ელენე ჯღარკავა.

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბასილიამ, როგორც ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულების და საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულმა, მიიღო ოქროს ყელსახვევი.

 

გრენობლის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო დონის ისეთი სამმაგი აკრედიტაციები, როგორებიცაა: AACSB, AMBA და EQUIS.

 

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე მორიგი ნაკადის მიღება დაწყებულია.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.