გრენობლის ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის მე-14 მიღება

2 ოქტომბერი 2021

2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-14 მიღებას უმასპინძლა.

 

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და  ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ.

 

ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტში შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამის დირექტორი ფილ ეარი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა, შემადგენლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

 

პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტუდენტებს დისტანციურად შეხვდნენ გრენობლის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები - ვიცე-დეკანი და პროგრამის დირექტორი ჟან ფრანსუა ფიორინა, ასოცირებული დეკანი და საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების დირექტორი მარკ ტომასი.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე თექვსმეტი წელია ფუნქციონირებს და ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომის გაცემას გულისხმობს.

 

პროგრამა ერთადერთია საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Times-ის მსოფლიოს სამაგისტრო პროგრამების ნუსხაშია.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით.